კატეგორიები
გასტროენტეროლოგია
საჭმლის მომნელებელი სისტემა
ენდოკრინოლოგია
ჰორმონალური სისტემა
კარდიოლოგია
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
მიკრობიოლოგია
ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები
ნევროლოგია
ნევროპათოლოგია, ნეიროლოგია
ორთოპედია
საყრდენ-სამოძრაო აპარატი
ოტორინოლარინგოლოგია
ყელ-ყურ-ცხვირი
ოფთალმოლოგია
მხედველობის სისტემა
სხვა
სხვადასხვა
უროლოგია
შარდ-სასქესო სისტემა
ფსიქიატრია
ფსიქოლოგია, ნერვული სისტემა
ჰემატოლოგია
სისხლი

ურეთრის ნაცხის მიკროსკოპიული კვლევა

 2024-01-20 უროლოგია   ანდრო გაფრინდაშვილი

ურეთრის ნაცხის მიკროსკოპიული კვლევა, უმეტესწილად ტარდება სქესობრივი გზით გადამდები ბაქტერიული ინფექციების დიაგნოსტირებისთვის. პაციენტმა ნაცხის აღებამდე 3 საათი მაინც, არ უნდა მოშარდოს, ასევე ნაცხის აღება არ არის რეკომენდებული სექსუალური აქტის შემდგომ. აღნიშნული კვლევის მეთოდი არცთუ სასიამოვნოა და მტკივნეულ პროცედურასთან ასოცირდება. ზოგიერთი პაციენტი განიცდის ფსიქოლოგიურ სტრესსაც. ნაცხის აღებიდან პირველი მოშარდვის შემდგომ, აღინიშნება წვის შეგრძნება, რაც ასევე დისკომფორტთან არის დაკავშირებული.

ურეთრის ნაცხის აღების მეთოდი საკმაოდ ინფორმატიულია სხვადასხვა ბაქტერიული, პარაზიტული, სოკოვანი და ვირუსული ინფექციების დიაგნოსტირების დროს, ასევე შარდ-სასქესო სისტემაში მიმდინარე ანთებით პროცესებზე ინფორმაციის მისაღებად. მამაკაცის სასქესო ორგანოს ურეთრიდან, ნაცხის აღება ხორციელდება ექიმი-ურულოგის მიერ. ქალბატონებს აღნიშნული კვლევა შეიძლება ჩაუტაროს, როგორც გინეკოლოგმა, ასევე უროლოგმა. კვლევის პროცესში შესაძლოა დაზიანდეს ურეთრის კედლები, მაგრამ ეს პროცედურაზე უარის თქმის მიზეზი არ უნდა გახდეს მაშინ, როდესაც თქვენს ჯანმრთელობაზე კვალიფიციური ექიმები ზრუნავენ. ექიმი სპეციალური ინსტრუმენტის დახმარებით იღებს ნაცხს ურეთრიდან და აგზავნის მიკროსკოპიულ კვლევაზე.

მიკროსკოპიული კვევის შედეგად, დგინდება ნაცხში ლეიკოციტების, ერითროციტების და ეპითელიუმის უჯრედების რაოდენობა, რომელთა ზღვრული ნორმების გადაჭარბება, შესაძლებელია მიუთითებდეს შარდ-სასქესო სისტემაში მიმდინარე ანთებით პროცესებზე. ნაცხში შესაძლოა აღმოჩნდეს ინფექციის გამომწვევი პათოგენებიც, მაგალითად, კოკები, გონოკოკი, სოკოები, ჩხირები, გარდნერელა, ტრიქომონა. თითეული მათგანი კონკრეტულ ინფექციურ დაავადებაზე მიუთითებს, რომლის მკურნალობა ხორციელდება ანტიბიოტიკების და ანტიმიკრობული პრეპარატების სწორი კურსით, კერძოდ, უნდა განისაზღვროს ანტიბიოტიკების სხვადასხვა ჯგუფების რეზისტენტობა აღნიშნული პათოგენების მიმართ და კვალიფიციურმა ექიმმა დანიშნოს შესაბამისი მკურნალობის კურსი.