ადელფანი პლუსი #10ტ

 მედიკამენტების ძებნა

წნევის მარეგულირებელი - III ჯგუფი ურეცეპტო
https://www.aversi.ge/ka/aversi/act/drugDet/?MatID=78588

ინფორმაცია მოძიებულია ფარმაცევტული კომპანიების ოფიციალური ინტერნეტ რესურსებიდან (aversi, psp).

ადელფანი პლუსი

შემადგენლობა : 1 ტაბლეტი შეიცავს: 10 მგ დიჰიდრალაზინის სულფატი, 0.1 მგ რეზერპინი, 10 მგ ჰიდროქლორთიაზიდი.

ჩვენებები

რეზერპინის, ჰიდრალაზინისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაცია გამოიყენება ჰიპერტენზიის სამკურნალოდ.

დოზირება და მიღების წესი

დოზირება ხდება ინდივიდუალურად, ტიტრაციის მეთოდით.

დოზირება მოზრდილ პაციენტებში ჰიპერტენზიის დროს:

საწყისი დოზა: 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში.

შემანარჩუნებელი დოზა: 1-2 ტაბლეტი დღეში, გაყოფილი 1 ან 2 მიღებაზე.

დოზირების სქემა განისაზღვრება ინდივიდუალური ტიტრაციის გზით.

ჰიდროქლორთიაზიდი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის მძიმე დაავადებების დროს. ჰიდროქლორთიაზიდი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის დაავადებების დროს. რეკომენდებული არ არის 0,25 მგ რეზერპინზე და 0,5 მგ ჰიდროქლორთიაზიდზე მაღალი სადღეღამისო დოზების მიღება.

თუ 2,5 ტაბლეტის მიღების შემდეგ ჰიპოტენზიური ეფექტი არასაკმარისია, საჭიროა დამატებით ჰიდრალაზინის ან სხვა ჰიპოტენზიური საშუალების დანიშვნა.

გვერდითი მოვლენები

ჩვეულებრივ, შექცევადია და გაივლის დოზის შემცირების ან პრეპარატის მოხსნის შემდეგ. მძიმე გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება.

რეზერპინი

გულისრევა, ფაღარათი, ღებინება, უმადობა, პირის სიმშრალე, მომატებული სეკრეცია.

არითმია, გულის წასვლა, სტენოკარდიის მსგავსი სიმპტომები, ბრადიკარდია, შეშუპება. ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა, ცხვირით სუნთქვის გაძნელება.

პარკინსონის სინდრომი ან ექსტრაპირამიდული გზების დაზიანების სხვა გამოვლინებები, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პარადოქსული შფოთვა, დეპრესია, ნევროზი, ღამის მოლანდებები, გრძნობათა გასადავება, ძილიანობა.

კუნთების ტკივილი.

იმპოტენცია, დიზურია, მამაკაცებში სარძევე ჯირკვლის ზრდა, ლიბიდოს დაქვეითება, მკერდის გამკვრივება.

წონის მატება.

სიყრუე, მხედველობის ნერვის ატროფია, გლაუკომა, უვეიტი, კონიუნქტივიტები.

პურპურა, გამონაყარი, ქავილი.

ჰიდრალაზინი

ჰეპატიტი, ნაწლავთა პარალიზური გაუვალობა, გულისრევა, ფაღარათი, ღებინება, შეკრულობა, უმადობა.

სტენოკარდია, ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, შეშუპება, სახეში სისხლის გაძლიერებული მიდინება. ქოშინი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება. დეპრესიისკენ მიდრეკილი ფსიქოლოგიური რეაქციები, ორიენტაციის დარღვევა, შფოთვა, პერიფერიული ნევრიტი მგრძნობელობის მოშლის, კიდურების დაბუჟების, ჩხვლეტების სახით, კანკალი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი. კუნთების ან სახსრების ტკივილი.

შარდვის გაძნელება.

სისხლის დისკრაზია ჰემოგლობინის დონისა და ერითროციტების რაოდენობის შემცირებით, ლეიკოპენიით, აგრანულოციტოზით, ლიმფადენოპათია, სპლენომეგალია, ეოზინოფილია. კონიუნქტივიტი, ცრემლდენა. პურპურა, ცხელება, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ქავილი, შემცივნება.

ჰიდროქლორთიაზიდი

პანკრეატიტი, სიყვითლე, სიალადენიტი, გულისრევა, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, ღებინება, კუჭის გაღიზიანება, შეკრულობა, უმადობა.

ორთოსტატული ჰიპოტენზია.

თავბრუსხვევა, მხედველობის დროებითი დარღვევა, თავის ტკივილი, პარესთეზია, ქსანთოპსია, სისუსტე, შფოთვა.

კუნთების სპაზმი.

შარდვის გაძნელება.

აპლასტიური ანემია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია. ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, ჰიპერურიკემია.

მანეკროზებელი ანგიიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, რესპირატორული დაავადებები, მათ შორის პნევმონიტი და ფილტვების შეშუპება, პურპურა, ჭინჭრის ციება, გამონაყარი, სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა რეზერპინისადმი; დეპრესია ან გადატანილი დეპრესია; კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის აქტიური წყლული, წყლულოვანი კოლიტი, პაციენტები, რომლებიც გადიან ელექტროკონვულსიურ თერაპიას. მომატებული მგრძნობელობა ჰიდრალაზინის მიმართ, კორონარული არტერიების დაავადებები, მიტრალური სარქვლის რევმოკარდიტი.

შარდის გამოყოფის არქონა, მომატებული მგრძნობელობა ჰიდროქლორთიაზიდის ან სულფანილამიდის სხვა წარმოებულების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

რეზერპინი

საჭიროა მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან კომბინაციის თავიდან აცილება, ან განსაკუთრებული სიფრთხილით კომბინირება. რეზერპინი სიფრთხილით გამოიყენება სათითურასთან და ქინიდინთან კომბინაციაში, არითმიის საშიშროების გამო. ტრიციკლური ანტიდეპრესანტების პარალელურმა გამოყენებამ შეიძლება დააქვეითოს რეზერპინის ჰიპოტენზიური ეფექტი. რეზერპინისა და პირდაპირი ან არაპირდაპირი სიმპატომიმეტიკების კომბინირების შემთხვევაში, საჭიროა განსაკუთრებული კონტროლი. ეპინეფრინი, იზოპროტერენოლი, ფენილეფრინი, მეტარამინოლი – მათი ეფექტი ხანგრძლივდება რეზერპინთან კომბინირების შემთხვევაში. ეფედრინი, თირამინი, ამფეტამინები – მათი ეფექტი ინჰიბირდება.

ჰიდრალაზინი

მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან კომბინირება ხდება სიფრთხილით. დიაზოქსიდის, კომბინირების შემთხვევაში ჰიდრალაზინთან, პაციენტები რამდენიმე საათის განმავლობაში საჭიროებენ დაკვირვებას, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ძლიერი ჰიპოტენზიის განვითარებას.

ჰიდროქლორთიაზიდი

ჰიპოკალემიამ შეიძლება გამოიწვიოს გულის სენსიბილიზება ან რეაქციის გაძლიერება სათითურას ეფექტისადმი. სტეროიდებთან ან ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონთან კომბინირებისას შესაძლოა ჰიპოკალემიის განვითარება. დიაბეტიკებში შეიძლება გაიზარდოს, შემცირდეს ან უცვლელი დარჩეს ინსულინის მიმართ მოთხოვნილება. თიაზიდებმა შეიძლება შეამცირონ არტერიების რეაქცია ნორეპინეფრინზე. თიაზიდები ზრდიან მგრძნობელობას ტუბოკურარინის მიმართ. თიაზიდების გავლენით მცირდება ლითიუმის თირკმლისმიერი გამოყოფა და იზრდება მისი ტოქსიკურობის რისკი. აღწერილია ჰემოლიზური ანემიის იშვიათი შემთხვევები ჰიდროქლორთიაზიდისა და მეთილდოფას კომბინირების დროს. ზოგ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებასთან კომბინირებამ, შეიძლება დააქვეითოს თიაზიდების შარდმდენი, ნატრიურეზული და ჰიპოტენზიური ეფექტები. ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლის ფისი: ჰიდროქლორთიაზიდის შეწოვა ირღვევა ანიონშემცველი ფისების თანაარსებობისას. ქოლესტირამინისა და ქოლესტიპოლის ფისების ერთჯერადი დოზები ბოჭავენ ჰიდროქლორთიაზიდს და აქვეითებენ მის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

განსაკუთრებული მითითებები

რეზერპინი

რეზერპინმა შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, რომლის ამოცნობა არ არის ადვილი, ვინაიდან შესაძლებელია მისი სიმპტომების შენიღბვა  ფიზიკურ მდგომარეობაზე ჩივილებით. პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს დეპრესიის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე, როგორიცაა უიმედობა, უძილობა დილით ადრე, მადის დაქვეითება, სისუსტე, დაქვეითებული თვითშეფასება.

ჰიდრალაზინი

ზოგ პაციენტში ჰიდრალაზინმა შეიძლება გამოიწვიოს წითელი მგლურას მსგავსი სიმპტომები, მათ შორის გლომერულონეფრიტიც. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, თუ სარგებელი მკვეთრად არ აღემატება რისკს. სიმპტომები, ჩვეულებრივ, გაივლის პრეპარატის მიღების შემდეგ, თუმცა ნარჩენი მოვლენები აღინიშნა რამდენიმე წლის შემდეგაც კი. შესაძლოა საჭირო გახდეს სტეროიდებით ხანგრძლივი თერაპია.

ჰიდროქლორთიაზიდი

თიაზიდები სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში. ასეთ პაციენტებში თიაზიდები იწვევენ აზოტემიას. პრეპარატის კუმულაციური ეფექტი ვითარდება თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში. თიაზიდები სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ან ღვიძლის პროგრესირებადი დაავადებების მქონე პაციენტებში, რადგან ელექტროლიტებისა და სითხის ბალანსის უმნიშვნელო ცვლილებამაც კი შეიძლება ღვიძლისმიერი კომა გამოიწვიოს.

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები ყველაზე ხშირად უვითარდებათ ადრე გადატანილი ალერგიის ან ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებს. არსებობს სისტემური წითელი მგლურას გამწვავების ან აქტივაციის ალბათობა.

რეზერპინი

ვინაიდან რეზერპინი ზრდის კუჭ-ნაწლავის მოტორიკას და სეკრეციას, სიფრთხილით გამოიყენება ანამნეზში კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის, წყლულოვანი კოლიტის ან ნაღვლ-კენჭოვანი დაავადების მქონე პაციენტებში. სიფრთხილეა საჭირო თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ვინაიდან მათთვის რთულია დაქვეითებულ არტერიულ წნევასთან ადაპტაცია. ოპერაციის წინ რეზერპინის მიღების შეწყვეტა არ იძლევა არასტაბილური სისხლის მიმოქცევის ნორმალიზების გარანტიას. არასასურველი ვაგოცირკულატორული ეფექტის მოსახსნელად გამოიყენება ანტიქოლინერგული და ადრენერგული საშუალებები.

ჰიდრალაზინი

ჰიდრალაზინით განპირობებულმა მიოკარდიუმის სტიმულაციამ შესაძლოა გამოიწვიოს სტენოკარდიული შეტევები და მიოკარდიუმის იშემიისათვის დამახასიათებელი ცვლილებები ეკგ-ზე. პრეპარატს უკავშირდებოდა მიოკარდიუმის ინფარქტის პროვოცირება. ამიტომ, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული კორონარული არტერიების დაავადებაზე საეჭვო პაციენტებში. ჰიდრალაზინით გამოწვეული “ჰიპერდინამიური” ცირკულაცია ამწვავებს გულ-სისხლძარღვოვან უკმარისობას. მაგ.: ჰიდრალაზინს შეუძლია მიტრალური სარქვლის დაავადების მქონე პაციენტების ფილტვის არტერიაში წნევის მომატება. ნივთიერებას შეუძლია გამოიწვიოს ვაზოპრესორული პასუხი ეპინეფრინის მიმართ. ჰიდრალაზინის მიღების ფონზე შეიძლება განვითარდეს პოსტურალური ჰიპოტენზია. სიფრთხილით გამოიყენება ინსულტ გადატანილ პაციენტებში.

ჰიდროქლორთიაზიდი

აუცილებელია, თიაზიდებზე მყოფი პაციენტების წყალ-მარილოვანი ბალანსის შემოწმება. თიაზიდური დიურეტიკები ხელს უწყობენ მაგნიუმის გამოდევნას შარდით და ჰიპომაგნემიის განვითარებას. შესაძლოა განვითარდეს ჰიპოკალემია წყვეტილი დიურეზის ან მძიმე ციროზის დროს. ელექტროლიტების არასაკმარისი ორალური მიღებაც ხელს უწყობს ჰიპოკალემიის განვითარებას. ჰიპოკალემიის თავიდან აცილება შეიძლება კალიუმის დამატებით ან კალიუმით მდიდარი საკვების მიღებით. ქლორის დეფიციტი, ჩვეულებრივ, უმნიშვნელოა არ მოითხოვს დამატებით ჩარევას, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. თიაზიდებზე მყოფ ზოგ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ჰიპერურიკემია ან პოდაგრა. შესაძლოა მოხდეს ლატენტური დიაბეტის მანიფესტაცია თიაზიდების ფონზე. თირკმლის უკმარისობის პროგრესირების შემთხვევაში, დიურეტიკების მიღება უნდა შეწყდეს. თიაზიდების ხანგრძლივი მიღების ფონზე აღინიშნა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიური ცვლილებები ჰიპერკალცემიისა და ჰიპოფოსფატემიის მქონე პაციენტებში. ჰიპერპარათირეოზის ისეთი გამოვლინებები, როგორიცაა ნეფროლითიაზი, ძვლების რეზორბცია და კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლული, არ გამოვლენილა.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები და ნიშნები:

რეზერპინი

შესაძლოა გონების დაბინდვა ძილიანობიდან კომამდე. სისხლის გაძლიერებული მიდინება კანთან, კონიუნქტივის ინიცირება და გუგების შევიწროება. სერიოზული ჭარბი დოზირების შემთხვევაში ვითარდება დაბალი არტერიული წნევა, სხეულის დაბალი ტემპერატურა, სუნთქვის ცენტრალური დათრგუნვა, გულისცემის შენელება. ასევე შესაძლოა გაძლიერებული ნერწყვდენა და კუჭის სეკრეცია, ფაღარათი.

ჰიდრალაზინი

ჭარბი დოზირების სიმპტომები მოიცავს ჰიპოტონიას, ტაქიკარდიას, თავის ტკივილს, სისხლის გაძლიერებულ მიდინებას კანთან. გართულება მოიცავს მიოკარდიუმის იშემიას შემდგომი ინფარქტით, არითმიას და შოკს.

იდროქლორთიაზიდი

მოწამვლის დამახასიათებელი ნიშანია სითხისა და ელექტროლიტების მწვავე დაკარგვა. ტაქიკარდია, ჰიპოტონია, შოკი. სისუსტე, გონების დაბინდვა, თავბრუსხვევა, ხელის კუნთების ტკივილი, პარესთეზია, მოდუნება, ცნობიერების დარღვევა. გულისრევა, ღებინება, წყურვილი. პოლიურია, ოლიგურია ან ანურია. ჰიპოკალემია, ჰიპონატრემია, ჰიპოქლორემია, ალკალოზი, მატულობს შარდოვანა. სიმპტომები და ნიშნები შეიძლება გაძლიერდეს ანტიჰიპერტონული საშუალებების, ბარბიტურატების, სათითურას პრეპარატების, კორტიკოსტეროიდების, ნარკოტიკული საშუალებებისა და ალკოჰოლის პარალელური დანიშვნისას.

მკურნალობა : საჭიროა კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის ხსნარის მიცემა. აუცილებელია სამედიცინო მეთვალყურეობა.

გარეგნული სახე და შეფუთვა

თეთრი, მრგვალი, ბრტყელი, უგარსო ტაბლეტები, გამყოფი ზოლით ერთ მხარეს. #10 ტაბლეტი ბლისტერზე. 1 ბლისტერი, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია

“პსა ინტერნეშენელ”-ისთვის

მწარმოებელი

შპს “შრიკემ ფარმაცევტიკალს პვტ.” რაბალე, ნავი მუმბაი - 400 701, ინდოეთი