ალექსანდერ ფლემინგი
2023-12-09ალექსანდერ ფლემინგი - ბრიტანელი მიკრობიოლოგი, ნობელიის პრემიის ლაურიატი, რომლის სახელიც უკავშირდება პირველი ანტიბიოტიკის შექმნას (XX საუკუნის 20-იან წლებში). აღმოაჩნია ლიზოციმი და გამოჰყო პენიცილინი ობის სოკოსგან. მისმა აღმოჩენამ უდიდესი წვლილი შეიტანა მედიცინის განვითარებაში და უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
ეს უდიდესი აღმოჩენა გარკვეულწილად შემთხვევითობას უკავშირდება, კერძოდ, ლაბორატორიაში არსებული „შემოქმედებითი ქაოსის“ შედეგად, პეტრის ფინჯანზე დათესილი ბაქტერიების ირგვლივ, გამრავლდა ობის სოკო. ლაბორატორიაში დაბრუნების შემდგომ, მეცნიერმა აღმოაჩინა, რომ ობის სოკომ ხელი შეუწყო ბაქტერიების განადგურებას.
1999 წელს, ამერიკულმა ჟურნალმა „Time“, ფლემინგი დაასახელა XX საუკუნის 100 ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანთა რიცხვში. ჟურნალმა განაცხადა: „ეს აღმოჩენა შეცვლის ისტორიას. ნივთიერება, რომელსაც ფლემინგმა პენიცილინი უწოდა, არის ძალიან აქტიური ანტიინფექციური საშუალება“;
ალექსანდერ ფლემინგი - რესურსები ინტერნეტში:
ქართული ვიკიპედია
https://ka.wikipedia.org/wiki/ალექსანდერ_ფლემინგი
რუსული ვიკიპედია
https://ru.wikipedia.org/wiki/Флеминг,_Александр
ინგლისური ვიკიპედია
https://en.wikipedia.org/wiki/Alexander_Fleming
ენციკლოპედია ბრიტანიკა
https://www.britannica.com/biography/Alexander-Fleming