კისრის ოსტეოქონდროზი
2024-01-15კისრის ოსტეოქონდროზი საკმაოდ გავრცელებული ხერხემლის დეგენერაციული დაავადებაა, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც "ოფისის თანამშრომლების დაავადება", რადგან მეტწილად ემართება მათ, ვინც გამოირჩევა მჯდომარე ცხოვრების წესით და საოფისე საქმიანობიდან გამომდინარე ხანგრძლივად ატარებს დროს კომპიუტერთან. დაავადება უფრო ხშირად ქალბატონებს აწუხებთ. უმოძრაო ცხოვრების წესი კისრის ოსტეოქონდროზის განვითარების ძირითადი მიზეზია, კერძოდ, ხანგრძლივ მჯდომარე მდგომარეობაში ყოფნა ხერხემლის ერთ პოზიციაში ფიქსირებას და კისრის ნაწილის დაძაბვას იწვევს.
კისრის ოსტეოქონდროზისთვის დამახასიათებელია თავბრუსხვევა, "კისრის ხრაშუნის" შეგრძნება, კისრის ტკივილი თავის დახრის დროს ან მისი მოდუნებისას, ხელების და ფეხების დაბუჟება, უსიამოვნო შეგრძნება ხელის არეში, რომელიც ხელის მთლიან მტევანს და მხარს გადაეცემა. დაავადებისთვის ასევე დამახასიათებელია თავის ტკივილი, ხმაურის შეგრძნება ყურებში და ყლაპვის გაძნელება.
კისრის ოსტეოქონდროზის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია, მათ შორის გამოჰყოფენ ისეთებს, როგორიცაა ნივთიერებათა ცვლის დარღვევები და არასწორი კვების რეჟიმი, ხერხემლის ტრავმები, ბრტყელტერფიანობა, არასწორი ფიზიკური დატვირთვა, არასწორი ვარჯიში, სქოლიოზი. ოსტეოქონდროზის განვითარება ხშირად ჭარბწონიანობასთან და არაჯანსაღი კვების რეჟიმთან არის დაკავშირებული.
კისრის ოსტეოქონდროზის დროს გამოიყენება, როგორც მედიკამენტური და ქირურგიული მკურნალობა, ასვევ სამკურნალო ვარჯიშები, მასაჟები და კისრის ფიქსატორი. უნდა აღინიშნოს, რომ კისრის ოსტეოქონდროზი საკმაოდ რთულად განკურნებადი დაავადებაა. მედიკამენტური მკურნალობის კურსი იძლევა შესაძლებლობას, თავიდან ავიცილოთ გართულებები და შევამციროთ ტკივილი, თუმცა ამ ყოველივეს შესაძლოა დროებით სიმპტომების შემსუბუქების ეფექტი ჰქონდეს.
პროფილაქტიკისთვის შეგვიძლია მივმართოთ გარკვეულ ზომებს, რათა თავიდან იქნას აცილებული ოსტეოქონდროზის განვითარება. ხშირად დალიეთ წყალი, იცხოვრეთ ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესით, დაიძინეთ სწორ ლეიბზე, რომელიც არც ზედმეტად რბილია და არც ზედმეტად მყარი. დაიცავით სწორი კვების რეჟიმი და აკონტროლეთ წონა,