ტრანსცხიმები
2024-03-27- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ინდუსტრიულად წარმოებული ტრანსცხიმების მოხმარების შედეგად, მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 278 000 გარდაცვალების ფაქტი ფიქსირდება;
- ტრანსცხიმები იწვევს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემებს, ხელს უწყობს არტერიების დახშობას, ზრდის გულის შეტევის და სიკვდილის რისკ-ფაქტორს;
- სამრეწველო მეთოდებით წარმოებული ტრანსცხიმები გხვდება ხორცის და რძის პროდუქციაში, ცომეულში, შემწვარ საკვებში, კრეკერებში. ტრანსცხიმები განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა სწრაფი კვების ობიექტების და რესტორნების მიერ შემოთავაზებულ საკვებში;
- სამრეწველო ინდუსტრიული მეთოდებით წარმოებული ტრანსცხიმები ისეთვივე დამაზიანებელი ეფექტით გამოირჩევა, როგორც ბუნებრივი მეთოდით მიღებული;
- ინდუსტრიულად წარმოებული ტრანსცხიმები შესაძლოა შეიცვალოს უფრო ჯანსაღი ცხიმებით, რომელთა საკვები ღირებულება გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე სამრეწველო მეთოდებით მიღებული ზეთების;
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს ტრანსცხიმების მიღების შეზღუდვას მოზრდილებში და ბავშვებში;
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაცია
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები მსოფლიო მასშტაბით სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია. ამგვარი ტიპის დაავადებების განვითარებას საკმაოდ ბევრი რისკ-ფაქტორი უწყობს ხელს, მათ შორის წამყვანი ადგილი უჭირავს არაჯანსაღ კვებას და ტრანსცხიმების გადაჭარბებული რაოდენობით მოხმარებას, ფიზიკური აქტივობის სიმცირეს, თამბაქოს და ალკოჰოლური სასმელების მიღებას.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლევების საფუძველზე ადგენს, რომ ტრანსცხიმების მოხმარება დაახლოებით 34%-მე ზრდის გარდაცვალების რისკს, გამოწვეულს ნებისმიერი მიზეზით. იგივე პროცენტული მაჩვენებელი გულის იშემიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევაში დაახლოებით 28%-ია, ხოლო გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი 21%-ს შეადგენს.
რა არის ტრანსცხიმები?
ტრანსცხიმები წარმოიქმნება სამრეწველო გზით, თხევადი ზეთების ნაწილობრივი ჰიდროგენიზაციით (მცენარეული ზეთის მოლეკულებს ემატება წყალბადი, რის შედეგადაც წარმოიქმნება ნაწილობრივ ჰიდროგენირებული ზეთი). ამ სახეობის პროდუქცია საკმაოდ აქტიურად გამოიყენება ბოლო პერიოდში, რადგან მათი ფასი გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე ჯანსაღი ცხიმებისა. ფასთან ერთად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მისი ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლები, კერძოდ, მსგავსი ტიპის ტრანსცხიმებს აქვთ თვისება შეინარჩუნონ მყარი მდგომარეობა ოთახის ტემპერატურაზე, რაც უფრო მოსახერხებელს ხდის მის გამოყენებას მრავალფეროვნად დამუშავებულ საკვებში.
ბუნებრივი მეთოდებით ტრანსცხიმების მიღება შესაძლებელია ნატურალური ხორცის და რძის პროდუქცისგან. ამ შემთხვევაში ცხიმის წყაროს წარმოადგენენ ცხოველები, როგორიცაა ძროხა, ცხვარი. ბუნებრივი მეთოდებით მიღებული ტრანსცხიმების მავნე ზემოქმედება უტოლდება სამრეწველო მეთოდებით მიღებულს.
სამთავრობო რეგულაციები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით
ტრანსცხიმების ჩანაცვლება შედარებით უფრო მაღალი საკვები ღირებულების მქონე ცხიმებით დაბალ ბიუჯეტური ღონისძიებაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს აძლევს შესაძლებლობას იზრუნონ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. მსგავსი ჩანაცვლების მეთოდები საკმაოდ დადებითი პრაქტიკაა, რომელის გამოცდილებაც რამოდენიმე ქვეყანას უკვე გააჩნია. ამ ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ ტრანსცხიმების მოხმარებისთვის დაწესებული სავალდებულო რეგულაციები გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე ნებაყოფლობითი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები და ქმედებები
- ქვეყნის მასშტაბით ყველა საკვებ პროდუქტში ინდუსტრიულად წარმოებულ ტრანსცხიმებზე სავალდებულო ლიმიტის შემოღება, არაუმეტეს 2 გრამი, მთლიანი ცხიმის 100 გრამიან შემცველობაზე;
- ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო აკრძალვის შემოღება ნაწილობრივ ჰიდროგენიზირებული ზეთების წარმოებასა და გამოყენებაზე;
- ჯადაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მხარს უჭერს სხვადასხვა ქვეყნების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მსოფლიოში საწარმოო მეთოდებით მიღებული ტრანსცხიმების ჯანსაღი ცხიმებით ჩანაცვლებისკენ.
- რეკომედირებულია ისეთი საკვების შეზღუდვა რომლის შეფუთვაზე მითითებულია ტრანსცხიმების შემცველობის შესახებ. სასარგებლოა სწრაფი კვების ობიექტების და რესტორნების მიერ შემოთავაზებული დაბალი საკვები ღირებულების მქონე პროდუქციაზე უარის თქმა.