ანტიდეპრესანტების დადებითი და უარყოფითი მხარეები
2024-03-22დეპრესიის და აპათიის დათრგუნვა
ანტიდეპრესანტებს აქვთ უნარი ხელოვნურად გაზარდონ ისეთი ნეირომედიატორების კონცენტრაცია, როგორიცაა დოფამინი, სეროტონინი, ნორადრენალინი. ამ ჰორმონების დახმარებით ადამიანს ეუფლება ბედნიერების, სიამოვნების და კმაყოფილების შეგრძნება. დოფამინის და სეროტონინის მატებასთან ერთად სიცოცხლის ხალისიც იმატებს.
დადებითი ეფექტი ფსიქოთერაპიაში
თუ პაციენტს უჭირს ფსიქოლოგთან კომუნიკაცია, ან ერიდება საკუთარ პრობლემებზე გულახდილი საუბარი, შესაძლოა ანტიდეპრესანტების მიღებამ მოახდინოს ისეთი ეფექტი, რა დროსაც ადამიანს უმარტივდება ფსიქოთერაპევტთან საკუთარ პრობლემებზე საუბარი, რაც წარმატებული მკურნალობის საწინდარია.
სოციალური აქტივობის მომატება
როდესაც ადამიანი მიდრეკილია დეპრესიისკენ, აქვს გაუთვიცნობიერებელი შიშები, განგაშის შეგრძნება ან სხვა ფსიქოლოგიური პრობლემები, მისი სოციალური აქტივობა რათქმაუნდა მცირდება. ანტიდეპრესანტების მიღება იწვევს სოციალური ცხოვრებისადმი ინტერესის დაბრუნებას, რის შედეგადაც იზრდება ადამიანის შრომითი საქმიანობა.
კვლევების სასიამოვნო შედეგები
თანამედროვე კვლევები ნაწილობრივ ადასტურებს, რომ ახალი თაობის ანტიდეპრესანტული მოქმედების მქონე მედიკამენტები არ იწვევს შეჩვევას, ასევე არ ავითარებს ისეთი ტიპის მდგომარეობას, რაც სუიციდური და მანიაკალური აზრების წარმოქმნასთანაა დაკავშირებული.