აგნუსკასტ პლიუსი #30კაფს
ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი - III ჯგუფი ურეცეპტო
https://www.aversi.ge/ka/aversi/act/drugDet/?MatID=77671
ინფორმაცია მოძიებულია ფარმაცევტული კომპანიების ოფიციალური ინტერნეტ რესურსებიდან (aversi, psp).
აგნუსკასტ პლუსი
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
2 კაფსულის შემადგენლობა: # 30 კაფსულა
Vitex agnus castus d.e 300 მგ
Green tea d.e of 200 მგ
of which poliphenols 80 მგ
Broccoli d.e 120 მგ
Kudzu d.e 150 მგ
Equal to isoflavones 60 მგ
ინგრედიენტების თვისებები:
Vitex agnus castus - აბრაამის ხის ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი სელექტიურად ასტიმულირებს ჰიპოფიზის ე.წ ლაქტოგენური უჯრედების დოფამინურ -2 რეცეპტორებს, აინჰიბირებს პროლაქტინის სეკრეციას. აღადგენს ფიზიოლოგიური გონადოტროპინის სეკრეციას და მენსტრუალურ ციკლს.
ექსტრაქტის აქტიურ კომპონენტებს აქვს გამაწონასწორებელი ეფექტი პროლაქტინის დონეზე.
Green tea – მწვანე ჩაის ხის ექსტრაქტი გამოირჩევა მრავალი თვისებებით: ანტიოქსიდანტური, ანტიკანცეროგენული, კარდიოპროტექტორული, ანტიათეროგნული, ანტივირუსული, ანტიპროლიფერაციული.
Broccoli d.e - ბროკოლის მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტია ინდოლ-3-კარბინოლი.
მას აქვს უნარი გარდაქმნას ესტროგენის აქტიური ფორმა, რომელიც იწვევს სიმსივნის განვითარებას, არატოქსიურ დაშლის პროდუქტად. ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელის მდგომარეობის ნორმალიზებას და აკონტროლებს უჯრედის ანომალურ ზრდას მიომატოზისა და ენდომეტრიოზის დროს.
Kudzu d.e კუძუ (პუერარია ) -მასში შედის იზოფლავანიოდები, რომლებიც აჩერებენ სიმსივნური უჯრედების ზრდას, გამოწვეულს ჰორმონული დისფუნქციით. კერძოდ იგი შეიცავს პუერარინს, რომელსაც უნარი აქვს შეაფერხოს სიმსივნის ზრდა, მათ შორის ავთვისებიანი სიმსივნისაც.
მიზანი: გამოიყენება - მენსტრუალური ციკლის დარღვევების, ყვითელი სხეულის უკმარისობისას, უნაყოფობის დროს, რომელიც დაკავშირებულია ჰიპერპროლაქტინემიასთან, სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებების დროს (მასტოდინია, მასტოპათია), პრემენსტრუალური სინდრომისას, მიმდინარე შეშუპებით, მცირე მენსტრუაციით ან მისი არარსებობით, ანოვულატორული ციკლი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღების შემდეგ, კლიმაქტერული სინდრომი.
რეკომენდაცია გამოყენებისთვის:
მიიღება 1-2 კაფსულა დღეში ერთხელ ან ორჯერ, ერთსადაიმავე დროს. მკურნალობის კურსი შეადგენს 3 თვეს.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ არის განკუთვნილი მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტის ჩასანაცვლებლად. რეკომენდებულია მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესი. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
Manufactured for GLOBAL CBS LLC by
PromoPharma
www.promopharma.it იტალია