ართრიტი
2024-01-29ართრიტი სახსრების სხვადასხვა დაავადებების საერთო სახელწოდებაა, რომელიც ანთებითი სახის ეტიოლოგიისაა. ართრიტი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და ხასიათდება, როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული მიმდინარეობით. დაავადებისთვის დამახასიათებელი სახსრების დეფორმაცია, იწვევს მოძრაობის შეზღუდვას, ტკივილს, სახსრების შეშუპებას, რაც უარყოფითად აისახება ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაზე.
რა იწვევს ართრიტს?
- გადატანილი ინფექციურ-ალერგიული დაავადებები, როგორც ბაქტერიული, ასევე ვირუსული და სოკოვანი;
- შემაერთებელი ქსოვილის სისტემური ანთებითი დაზიანება, რევმატიზმი;
- სახსრების დეგენერაციული პროცესები, მაგალითად ოსტეოართრიტი;
- აუტოიმუნური დარღვევები;
- მეტაბოლური დარღვევები;
- ასაკის მატება;
- გენეტიკური ფაქტორები;
- სახსრების ტრავმები;
- სახსრის მუდმივი ფიზიკური დატვირთვა;
- ჭარბი წონა;
რა სიმპტომები ახასიათებს ართრიტს?
- სახსრების ტკივილი;
- მოძრაობის გართულება;
- სიწითლე და შეშუპება ანთების მიდამოში;
- სახსრის სტრუქტურის დარღვევით გამოწვეული დეფორმაცია;
რა ტიპის ართრიტი არსებობს?
- ინფექციური (ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი) ართრიტი;
- რევმატოიდული ართრიტი;
- რეაქტიული ართრიტი;
- პოდაგრული ართრიტი;
- ფსორიაზული ართრიტი;
- ოსტეოართრიტი;
- იუვენილური ართრიტი;
- და სხვა;
რა მეთოდებით ხდება ართრიტის დიაგნოსტირება?
- რენტგენოგრაფიით ან ულტრაბგერითი კვლევით;
- კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით;
- სისხლის ლაბორატორიული კვლევებით;
- ექიმის მიერ პაციენტის ფიზიკურად გასინჯვით;
როგორ მკურნალობენ ართრიტს?
ართრიტის მკურნალობის მიზანია პაციენტის ჩივილების მინიმუმამდე დაყვანა და დაავადების პროგრესირების შეჩერება. გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები და ტკივილგამაყუჩებლები. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, საჭიროა ქირურგიული ჩარევა და დაზიანებული სახსრის პროთეზით ჩანაცვლება.
რა უნდა გავითვალისწინოთ ართრიტის პრევენციისათვის?
აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება, სწორი ფიზიკური ვარჯიში და დაბალანსებული კვების რეჟიმი. ჭარბწონიანობის შემთხვევაში აუცილებელია წონის კორექცია და მისი კონტროლი.