ტრიქომონიაზი
2023-11-26ტრიქომონიაზი (ტრიქომონოზი) სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომელსაც იწვევს მარტივი ანაერობული მიკროორგანიზმი Trichomonas vaginalis. ხასიათდება მრავალმხრივი სიმპრომატიკით, რის გამოც ინფიცირებულ ადამიანს გაუჭირდება მისი გარჩევა, სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან. პირველადი სიმპტომების კლინიკური გამოვლინება, ინფიცირებიდან ერთ ან ორ კვირაში ხდება.
რა სიმპტომები ახასიათებს?
- მწვავე სტადიას ახასიათებს ქავილი, წვა, სიმძიმე მუცლის ქვედა არეშე, ჩირქოვანი და ქაფიანი გამონადენი, ტკივილი შარდვის დროს, პროსტატიტის სიმპტომები, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს;
- ქრონიკულ სტადიაში მწვავე სიმპტომები ცხრება, ხოლო გამონადენი კვლავ შეინიშნება;
- ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა სიმპტომები არ გამოვლინდეს, მაგრამ მიუხედავად სიმპტომთა არარსებობისა, სქესობრივი პარტნიორის დაინფიცირების რისკი მაღალია;
როგორ ხდება ინფიცირება?
- ინფიცირების წყაროს წარმოადგენს დაუცველი სქესობრივი კონტაქტები. ინფექცია უმეტესწილად ქალებისთვისაა დამახასიათებელი;
- კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო გზით დაინფიცირების რისკი საკმაოდ მცირეა, რადგან Trichomonas vaginalis სწრაფადვე იღუპება ადამიანის ორგანიზმის გარეთ;
როგორ ხდება დიაგნოსტიკა?
- ხდება ნაცხის აღება სასქესო ორგანოდან შემდგომი კვლევისათვის, რათა გამოვლინდეს ნაცხში ტრიქომონიაზის გამომწვევი მიკროორგანიზმის არსებობა;
- პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდის (PCR) გამოყენება;
მკურნალობა
- მკურნალობა ხორციელდება ანტიბაქტერიული პრეპარატებით. აუცილებელია მკურნალობის კურსი გაიაროს ორივე პარტნიორმა;
- დაავადებას ახასიათებს რეციდივი, ამიტომ მკურნალობის კურსის დასრულების შემდგომ საჭიროა ექიმთან ვიზიტი;
გაითვალისწინეთ, რომ ტრიქომონიაზი (ასევე სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები) ზრდის აივ ინფექციის, საშვილოსნოს ყელის და პროსტატის კიბოს განვითერების რისკებს. შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტების დროს აუცილებელია პრეზერვატივის გამოყენება, ასევე მნიშვნელოვანია სექს-მუშაკების მომსახურებისგან თავშეკავება, უარის თქმა სქესობრივი პარტნიორების ხშირ ცვლაზე.