ანგინოვაგი 10მლ სპრეი

 მედიკამენტების ძებნა

ყელ-ყურ-ცხვირი - III ჯგუფი ურეცეპტო
https://www.aversi.ge/ka/aversi/act/drugDet/?MatID=77456

ინფორმაცია მოძიებულია ფარმაცევტული კომპანიების ოფიციალური ინტერნეტ რესურსებიდან (aversi, psp).

ანგინოვაგი / ANGINOVAG

________________________________________

საერთაშორისო დასახელება ( აქტიური ნივთიერება ): comb.drug

კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი : ოტორინოლარინგოლოგია მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედების საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის ანტისეპტიური საშუალებები კომბინირებული შემადგენლობის სხვა პრეპარატები

მწარმოებელი კომპანია : Ferrer Internacional, C .A.

მწარმოებელი ქვეყანა : ესპანეთი

გამოშვების ფორმა : სპრეი კონტეინერში 10 მლ

გაცემის რეჟიმი : III ჯგუფი ( ურეცეპტოდ )

________________________________________

შემადგენლობა

ყოველი 100 მლ შეიცავს : ბეტა - გლუკურეთინის მჟავას 60 მგ , დექვალინიუმის ქლორიდს 100 მგ , ტიროტრიცინს 400 მგ , ჰიდროკორტიზონის აცეტატს 60 მგ , ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს 100 მგ . დანამატს ნატრიუმის სახარინს 100 მლ .

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანგინოვაგი აქტიური ფორმულა ავლენს ანთებისსაწინააღმდეგო , ანალგეზიურ და ანტიბიოტიკურ მოქმედებას . ის მოწოდებულია სარქვლიანი სპრეის სახით და ამის გამო იგი გამოიყენება ლოყა - ფარინგიალური დაზიანების პრევენციისა და სამკურნალოდ .

ჩვენებები

კომბინირებულად ოროფარინგიალური პათოლოგიის : ამიგდალიტის , ფარინგიტი , ლარინგიტის , სტომატიტის , აფტოზური წყლულებისა და გლოსიტების როგორც პრევენციის ასევე მკურნალობისათვის

მიღების წესები და დოზები

დარტყმითი დოზა 1-2 ინჰალაცია ყოველ 2-3 საათში . დამხმარე ან პრევენციული დოზა 1 ინჰალაცია ყოველ 6 საათში .

გვერდითი მოვლენები

არ არის ცნობილი .

უკუჩვენება

არ არის ცნობილი .

ორსულობა და ლაქტაცია

გამოყენება შესაძლებელია .

განსაკუთრებული მითითებები

სწორად გამოყენებისათვის რეკომენდირებულია მოვათავსოთ ბოთლი ვერტიკალურად და კანულა მივმართოთ საიმჰალაციო არისკენ . არ არის რეკომენდირებული პირის ღრუში კანულის მოთავსება . დავაწვეთ ხუფის ზედა ნაწილს ბუფერის გამოყენებით ზემოდან ქვემოთ

ჭარბი დოზირება

პრეპარატის არსებული იშვიათი ტოქსიკურობის სიმპტომების გამოვლინება მოსალოდნელი არ არის ზედმეტი დოზირების შემთხვევაშიც კი .

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

არ არის ცნობილი .

შენახვის პირობები და ვადები

შევინახოთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას