კითხვები ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით

 2024-12-19 სხვა   ანდრო გაფრინდაშვილი

  • არის თუ არა ჰომოსექსუალიზმი დაავადება?
    1990 წელს ჰომოსექსუალიზმი და ბისექსუალიზმი ამოღებული იქნა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის სიიდან, შესაბამისად სამედიცინო თვალთახედვით ჰომოსექსუალობა არ ითვლება დაავადებად, თუ ადამიანს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო არ აქვს შეუთავსებლობა საკუთარ თავთან, ან ფსიქოლოგიური პრობლემები.
  • ჰომოსექსუალობა იკურნება?
    რაც სამედიცინო თვალსაზრისით დაავადებად არ ითვლება, არც მკურნალობას საჭიროებს. არსებობს შემთხვევები, როდესაც რელიგიური, სოციალური, ან სხვა საკითხებიდან გამომდინარე, ადამიანი ითრგუნება საკუთარი განსხვავევბული სექსუალური ორიენტაციის გამო, შედეგად თავს იჩენს მთელი რიგი ფსიქოლოგიური პრობლემები, რაც თავისმხრივ საჭიროებს მკურნალობას.
  • შეიძლება ჰომოსექსუალი გახდეს ჰეტეროსექსუალი ან პირიქით?
    დღეს მედიცინაში არ ასრებობს მედიკამენტი ან რაიმე სახის თერაპია, რაც ადამიანის სექსუალურ ორიენტაციას ცვლის. პიროვნებამ შეიძლება საერთოდ უარი თქვას სექსზე, შეიკავოს თავი ჰომოსექსუალური კონტაქტებისგან, მაგრამ მისი სექსუალური ორიენტაცია მხოლოდ ჰორმონებით, ან ტვინის ნეირონული კავშირებით არ განისაზღვრება. სექსუალური ორიენტაციის ჩამოყალიბებაზე მოქმედებს საკმაოდ ბევრი ფაქტორი, დაწყებული ბიოლოგიიდან, დასრულებული სოციალურ-კულტურული ურთერთობებით.
  • ჰომოსექსუალებად იბადებიან თუ ეს უბრალოდ არჩევანია?
    სამედიცინო საზოგადოებას ამ კითხვაზე ერთიანი პასუხი არ აქვს. არსებობს უამრავი მოსაზრება, რომ ბავშვობიდანვე პიროვნება თავად ანიჭებს უპირატესობას კონკრეტული სქესის მიმართ ლტოლვას, ან უფრო მოგვიანებით ხდება ძალადობის მსხვერპლი და შემდგომ უჩნდება ინტერესი, ან უბრალოდ ასეთი დაიბადა. ეს მოსაზრებებია, რასაც არ გააჩნია მყარი სამედიცინო ფუნდამენტი ან მეცნიერული მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ან უარყოფს მას.
  • განსხვავდებიან თუ არა ჰომოსექსუალები „სხვებისგან“?
    რათქმაუნდა არა! ყველა ადამიანს საკუთარი ხასიათის შტრიხები, გრძნობები, ინტელექტი, სულიერება, განათლების დონე თუ უბრალოდ ფიზიკური ჯანმრთელობის ხარისხი განსხვავებული აქვს. ადამიანების საკმაოდ დიდ პოპულაციაში შეუძლებელია ორი აბსოლიტურად იდნეტური პიროვნების აღმოჩენა, შესაბამისად განსხვავებულობა, თუნდაც სექსუალური ორიენტაციის მხრივ, რამე განსაკუთრებულობაზე არ მიუთითებს.
  • ჰომოსექსუალობა ნორმაა?
    რამდენად ნორმაა ჰომოსექსუალობა, ეს სამედიცინო სფეროს განხილვის საგანი არ არის, რადგან საკითხი არ ეხება ადამიანის ჯანმრთელობას (თუ სექსუალური ორიენტაციის გამო არ გამოიხატება ფსიქოლოგიური პრობლემები). რელიგიათა უმრავლესობა ჰომოსექსუალობას ნორმად არ აღიარებს. თუ წმინდა ბიოლოგიური და ევოლუციური პრიზმიდან შევხედავთ, სექსუალური აქტი უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ გამრავლებას და არა სიამოვნების მიღებას. ბუნებამ იზრუნა ჩვენს გამრავლებაზე და ყოველი სექსუალური აქტის შემდგომ ვჯილდოვდებით სიამოვნებით, რათა გამრავლება არ დაგვავიწყდეს ან არ დაგვეზაროს. წმინდა ევოლუციური თვალსაზრისით აღიარებულია მამაკაცის და ქალის სექსუალური აქტი, რადგან ემსახურება განაყოფიერებას.
  • ბისექსუალი ითვლება თუ არა ჰომოსექსუალად?
    რათქმაუნდა არა და სწორედ ამიტომაც არის გამიჯნული ეს ორი რამ. ბისექსუალი არის ადამიანი, რომელსაც სექსუალური აქტის სურვილი აქვს როგორც თავისეივე, ასევე განსხვავებული სქესის მქონე პიროვნებებთან. ჰომოსექსუალს სექსუალური ლტოლვა აქვს მხოლოდ თავისივე სქესის მქონე პირთა მიმართ. იგივე შეიძლება ითქვას ტრანსსექსუალებზე, კერძოდ, ტრანსექსუალი არ აღიარებს თავის ბუნებრივ სქესს და მიუხედავად იმისა, რომ მას სექსი აქვს თავისივე სქესის მქონე პირთან, იგი არ ითვლება ჰომოსექსუალად.
  • როდის ხვდება ადამიანი, რომ ჰომოსექსუალია?
    იმისათვის, რომ პიროვნებამ გააანალიზოს ვისთან უფრო მოსწონს სექსი, თავისივე თუ განსხვავებული სქესის მქონე ადამიანთან, საჭირო არ არის რამე განსაკუთრებული ცოდნა ან სამედიცინო კვლევების ჩატარება. შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს ერთხელ მაინც გაუჩნდეს სურვილი, რომ სექსი ჰქონდეს ან უბრალოდ ინტიმური ალერსი გამოხატოს თავისივე სქესის მქონე პირთან, რაც ჰომოსექსუალობაზე არ მიუთითებს. არის მომენტები, როდესაც ადამიანი აღმოჩნდება ისეთ გარემოში, სადაც განსხვავებული სქესის მქონე პირთა ნაკლებობაა, მაგალითად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ასეთ დროს განხორციელებული ჰომოსექსუალური აქტების უმრავლესობა ძლიერი მოთხოვნილებისგან თავშეუკავებლობით აიხსნება და არ მიუთითებს არატრადიციულ ორიენტაციაზე.
  • ლგბტ პროპაგანდის შედეგად შეიძლება ბავშვი გახდეს ჰომოსექსუალი?
    ბავშვებთან ურთიერთობა საკმაო სიფაქიზეს და ყურადღებას მოითხოვს. სექსუალურ მომწიფებას ბავშვი იწყებს და ასრულებს თინეიჯერობის პერიოში, ხოლო სკოლანდელი ბავშვებისთვის და დაბალი კლასების მოსწავლეთათვის სექსუალობა საერთოდ გაუგებარი თემაა. არ არსებობს მეცნიერული ფაქტებით განმტკიცებული კვლევა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად უარყოფს ან დაადასტურებს ლგბტ პროპაგანდის შედეგად შეცვლილ სექსუალურ ორიენტაციას. ერთის მხრივ ნებისმიერ პროპაგანდას მოაქვს მისთვის დადებითი შედეგი, ხოლო მეორე მხრივ პირიქით, პროპაგანდა იწვევს უარყოფით დამოკიდებულებას, მათ შორის იმ საკითხებისადმი, რასაც ის ეძღვნება.