ანემია

 2024-04-08 ჰემატოლოგია   ანდრო გაფრინდაშვილი

ანემიის დროს გამოხატულია სისხლის წითელი უჯრედების, ერითროციტების რაოდენობრივი შემცირება, ან მათ ზედაპირზე არსებული ჰემოგლობინის კონცენტრაციის ნაკლებობა. ამ დროს ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგების პროცესი ირღვევა, რადგან სწორედ ერითეროციტები და მათ ზედაპირზე არსებული ჰემოგლობინის მოლეკულები უზრუნველყოფენ უჯრედების ჟანგბადით მომარეგებას.

ანემია ძირითადად გამოიხატება საერთო სისუსტით და დაღლილობით, რასაც თან ერთვის თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს. დაავადება მეტწილად უვითარდებათ ქალებს და ბავშვებს. ზოგიერთ შემთხვევაში ანემია იწვევს კოგნიტური და მოტორული განვითარების სისუსტეს ბავშვებში, ასევე გარკვეული სახის პრობლემებს ორსულებსა და ახალშობილებში.

ანემია შეიძლება გამოიწვიოს არასრულფასოვანმა კვებამ, ინფექციებმა, ქრონიკულმა დაავადებებმა, გენეტიკურმა ფაქტორებმა, ორსულობის დროს წარმოქმნილმა პრობლემებმა, სისხლში რკინის დეფიციტმა. დაავადებისთვის დამახასიათებელია, როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე ფორმით მიმდინარეობა, ხანმოკლე ან ხანგრძლივი დროის პერიოდში. 

ანემია განკურნებადია, ხოლო მისი მკურნალობის პროცესი იმართება დაავადების ფორმის და სირთულის გათვალისწინებით. ზოგიერთ შემთხვევაში დაავადების პრევენცია შესაძლებელია სრულფასოვანი კვებით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან ბავშვები, რომელთა ასაკი 5 წლამდეა, ასევე ორსულები და მოზარდი გოგონები. 2019 წლის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ნახევარ მილიარდ ქალს, რომელთა ასაკი 15-დან 45 წლამდეა, ასევე 269 მილიონ ბავშვს, რომელთა ასაკი 6-დან 59 თვემდეა - ანემია აღენიშნებათ. 

აფრიკის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში ანემიის შემთხვევები უფრო მასშტაბურია. ამავე წლის მონაცემებით, აფრიკის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ანემია 350 მილიონ ქალს და 186 მილიონ ბავშვს აღენიშნება.

ფაქტები

  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით ანემია საკმაოდ საყურადღებო პრობლემაა, რომლის მიმართ უფრო მოწყვლად ჯგუფებს წარმოადგენენ ახალგაზრდა ქალები, ბავშვები და ორსულები;
  • იმ ქვეყნებში, სადაც სრულფასოვანი კვების პრობლემა დგას, ანემიის შემთხვევები გაცილებით მასშტაბურია;
  • გლობალური მასშტაბით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2019 წლის მონაცემებით, 6-59 თვემდე ბავშვების 40%-ს ანემია უდასტურდება;
  • გლობალური მასშტაბით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2019 წლის მონაცემებით, ანემიის პრობლემა 15-დან 49 წლამდე ქალების 30%-ს და ორსულთა 37%-ს აწუხებს;
  • ამავე მონაცემებზე დაყდრნობით, ანემიის გამომწვევ ძირითად მიზეზად არასრულფასოვანი კვების შედეგად განვითარებული რკინის დეფიციტი სახელდება;

სიმპტომები

  • საერთო სისუსტე და დაღლილობა;
  • თავბრუსხვევა და თავის ტკივილი;
  • ცივი ხელები და ფეხები;
  • ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს;
  • ფერმკრთალი კანი;
  • გახშირებული პულსი და სუნთქვა;
  • თავბრუსხვევა საწოლიდან ადგომის დროს;
  • უმიზეზო სისხლჩაქცევები;

მიზეზები

  • ორგანიზმში რკინის დეფიციტი;
  • არასრულფასოვანი კვება;
  • გენეტიკური ფაქტორები (ოჯახური ანამნეზი);
  • A, B12 ვიტამინების ნაკლებობა;
  • სისხლდენები (მენსტრუალური ციკლი);
  • ინფექციური პროცესები;
  • ერითროციტების საკმარისი რაოდენობით წარმოქმნის ან მათი დროზე ადრე განადგურების პრობლემა;

სახეობები

  • რკინადეფიციტური ანემია;
  • ვიტამინდეფიციტური ანემია;
  • ინფექციებით გამოწვეული ანემია;
  • ძვლის ტვინის დაავადებებით გამოწვეული ანემია;
  • ჰემოლიზური ანემიების ჯგუფი;
  • ნამგლისებურუჯრედოვანი ანემია;
  • თალასემია;
  • და სხვა;

დიაგნოსტირება

  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • ძვლის ტვინის ნიმუშის აღება;
  • დამატებითი კვლევები ანემიის მიზეზების დასადგენად;

მკურნალობის მეთოდები

  • მედიკამენტოზური მკურნალობა (ნიშნავს ჰემატოლოგი);
  • სრულფასოვანი კვების რეჟიმი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა მკურნალობა;
  • ვიტამინების და მინერალერი დანამატების მიღება;
  • წითელი ხორცის, ფრინველის ხორცის და თევზეულის აქტიურად მიღება;
  • C ვიტამინით მდიდარი საკვების მიღება (ხილი, ბოსტნეული);
  • ქრონიკული დაავადებების და ინფექციების მკურნალობა;
  • სისხლის გადასხმა;
  • ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია;
  • ორსულობებს შორის შუალედის დაცვა, არანაკლებ 24 თვისა;