ტუბერკულოზთან ბრძოლის დღე 2024
2024-03-252024 წლის 24 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ტუბერკულოზთან ბრძოლის დღე აღნიშნა. XXI საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, ტუბერკულოზის ლიკვადაციისკენ მიმართული გლობალური ძალისხმევის შედეგად 75 მილიონამდე სიცოცხლე გადარჩა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2022 წელს ტუბერკულოზით 10.6 მილიონი ადამიანი დასნეულდა, ხოლო 1.3 მილიონი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველწლიურად აღნიშნავს ამ დღეს, ატარებს სპეციალურ ღონისძიებებს, რათა გლობალურად დასრულდეს ტუბერკულოზის ეპიდემია. თარიღი უკავშირდება 1882 წელს რობერტ კოხის მიერ ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიის აღმოჩენას. 2024 წელს ტუბერკულოზთან ბრძოლის დღის ძირითადი სლოგანი იყო „დიახ! ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ტუბერკულოზი“.
-
World Health Organization
World Tuberculosis Day 2024 24 March - Yes! We can end TB!
-
World Health Organization
24 March is World Tuberculosis Day