ხანგრძლივი სქესობრივი თავშეკავების მოქმედება ორგანიზმზე
2024-02-11რეგულარული სქესობრივი ურთიერთობა აუცილებელია, ეს ხომ ადამიანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიქტს წარმოადგენს. რათქმაუნდა საუბარია ჯანსაღ სექსუალურ კონტაქტებზე, რადგან დაუცველი სქესობრივი აქტი სხვადასხვა ინფექციების გადადების რისკ-ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხშირია პარტნიორების ცვლილება, სექს-მუშაკების მომსახურების გამოყენება, შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტები. თუ პარტნიორის სექსუალურ ჯანმრთელობაში დარწმუნებული არ ხართ, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ პრეზერვატივი, რომელიც დაგიცავთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან და თავს აარიდებთ არასასურველ ორსულობასთან დაკავშირებულ შედეგებს.
იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს არ ჰყავს სქესობრივი პარტნიორი და სექსუალურად მომწიფებულია ან მომწიფების ასაკშია, შესაძლებელია მასტრუბაცია, რაღათქმაუნდა ნორმალური ინტენსივობით, რათა თავიდან იქნას აცილებული მასზე დამოკიდებულობა, რამაც შესაძლოა რეალური სქესობრივი პარტნიორისადმი ინტერესის დაქვეითებას შეუწყოს ხელი. ზომიერი მასტრუბაცია ორგანიზმის ჯანმრთელობას არ ვნებს, პირიქით გარკვეულ ასპექტებში საჭიროა კიდეც, მაგრამ თუ ადამიანს უჭირს ხშირი მასტრუბაციის გარეშე ცხოვრება, ან რეალურ პარტნიორთან სექსის დროს განიცდის ფსიქოლოგიურ ან ერექციულ დისკომფორტს, მაშინ მდგომარეობა საყურადღებოა და საჭიროებს მასტრუბაციისადმი დამოკიდებულების შეცვლას.
რამდენი ხნით შეუძლია ადამიანს სექსუალური ცხოვრებისგან თავშეკავება?
მამაკაცებისთვის სექსუალური კონტაქტისგან თავშეკავების თმენის უნარი იწურება დაახლოებით ერთი თვის შემდგომ. ქალებისთვის იგივე პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს ორი თვე და მეტიც. რათქმაუნდა ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის ორგანიზმზე, რადგან ყველა ერთნაირი არ არის, ზოგიერთს უფრო ხშირი სქესობრივი კონტაქტები სჭირდება, ზოგიერთს კი სექსისადმი ინტერესი შედარებით ნაკლებად აქვს გამოხატული.
რას იწვევს ხანგრძლივი დროის განმავლობაში სექსისგან თავშეკავება?
- ერექციულ პრობლემებს;
- ტესტოსტერონის დონის დაქვეითებას;
- სქესობრივი ლტოლვის (ლიბიდოს) სწრაფ ზრდას მოკლე პერიოდში, ხოლო ხანგრძლივი თავშეკავების ფონზე მის დაქვეითებას;
- სტრესის და მოუსვენრობის ზრდას;
- უროლოგიური, გინეკოლოგიური, ენდოკრინული, კადრიოლოგიური პრობლემების ზრდას;
- პროსტატის კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორის მომატებას;
- ძილის პრობლემებს;
- თვითდაჯერებულობის შემცირებას, ფრუსტრაციის ზრდას;
- დაძაბულობას და უსიამოვნებას სქესობრივი პარტნიორის მიმართ;
- წონაში მატებას;
რა დადებითი მხარეები აქვს სექსისგან ხანგრძლივ თავშეკავებას?
- საკუთარი თავის მიმართ ინტერესის ზრდა;
- შრომითი და შემოქმედებითი საქმიანობის მატება;
- სპორტული აქტივობის გაზრდა;
- სულიერი საკითხების წინ წამოწევა;
ორგანიზმზე უარყოფითად აისახება მდგომარეობა, როდესაც ხანგრძლივი თავშეკავების ფონზე სექსუალური აღგზნება საკმაოდ მაღალ დონეს აღწევს და არ სრულდება ეაკულაციით (სათესლე სითხის გარეთ გამოყოფით). ეს ერთგვარად წარმოადგენს ორგანიზმის მოტყუებას, რომელიც მზად არის ეაკულაციისთვის, მაგრამ შესაბამისი შედეგი არ დგება. აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვის ტკივილი სათესლე ჯირკვლების მიდამოში.