ეპისტაქსისი (ცხვირიდან სისხლდენა)
2024-01-27ეპისტაქსისი, ანუ ცხვირიდან სისხლდენა წარმოადგენს ცხვირის ლორწოვანი გარსის ზედაპირთან ახლომდებარე სისხლძარღვების დაზიანების შედეგად წარმოქმნილ სისხლდენას. ეს მდგომარეობა უმეტესწილად არ არის საშიში, გამონაკლისია ის შემთხვევები, როდესაც სიხლდენას აქვს საკმაოდ ხანგრძლივი და ხშირი ინტერვალი. ცხვირის ღრუში არსებული სისხლძარღვები საკმაოდ ნაზია და მათი მთლიანობის დადღვევა ადვილია, შესაბამისად, ცხვირის მექანიკური დაზიანების შედეგად, ან მისი ლორწოვანი გარსის გამოშრობისას, სწრაფადვე იწყება ეპისტაქსისი.
ცხვირიდან სისხლდენის დროს, აუცილებელია ვიმყოფებოდეთ ვერტიკალური მდგომარეობაში და არ წამოვწვეთ. არ არის რეკომენდებული თავის უკან გადახრა. ყველაზე საუკეთესო გზაა მჯდომარე პოზიციაში ყოფნა, ოდნავ წინ გადახრილი მკერდით, რათა სისხლი ცხვირიდან ხორხის მიმართულებით არ გადადინდეს. სისხლდენის შესაჩერებლად, ცხვირის ნესტოებზე მიიჭირეთ ხელი და ისუნთქეთ პირით, სნამ სისხლდენა არ შეწყდება. ასეთ დროს ცხვირის ღრუში ბამბის მოთავსება არ არის რეკომენდებული. სისხლდენის შეჩერების შემდგომ ცხვირი აღარ გააღიზიანოთ, არ მოისრისოთ, არ მოიხოცოთ, რადგან სისხლდენა ისევ შეიძლება გაგრძელდეს.
აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება, თუ სისხლდენა საკმაოდ უხვია და არ ჩერდება, ან თუ გამოწვეულია ტრავმის შედეგად. განსაკუთრებით საყურადღებოა მდგომარება, როდესაც ცხვირიდან სისხლდენას თან ერთვის გონების კარგვის შეგრძნება, მხედველობის დაბინდვა, თავის ტკივილი. ექიმთან კონსლუტაცია ასევე საჭიროა იმ შემთხვევებში, როდესაც სისხლდენის რაოდენობა კვირაში ერთჯერ მეტია. უნდა აღინიშნოს, რომ მედიკოსის ჩარევა აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, როდესაც სისხლდენა ცხვირის უკანა ნაწილში ხდება. ცხვირის უკანა ნაწილში წარმოქმნილმა სისხლდენამ (ცხვირის წინა ნაწილში წარმოქმნილი სისხლდენისგან განსხვავებით) შესაძლოა ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.
რა იწვევს ცხვირიდან სისხლდენას?
- ცხვირის მექანიკური დაზიანება და ტრავმები;
- ცხვირის ლორწოვანი გარსის გამოშრობა;
- ცხვირის ღრუს სისხლძარღვების სუსტი კედლები;
- ცხვირის ღრუს თითით დაზიანება;
- ძლიერი ცემინება;
- ქიმიური ნაერთების შეყნოსვა, რომლებიც გამაღიზიანებლად ზემოქმედებს ცხვირის ღრუზე;
- სისხლდენისადმი მიდრეკილება (ჰემოფილია);
- ზედა სასუნთქი გზების ინფექციები;
- ალერგიული რეაქციები;
- ცივი (მშრალი) ჰაერის სუნთქვა;
- სისხლის გამათხელებლების მიღება;
- ჰორმონალური პრობლემები;
- სინუსიტი;
- რინიტი;
- გრიპი;
- ცხვირის ძგიდის გამრუდება;
- საკმაოდ მაღალი წნევა;
- მცირე შემთხვევებში სისხლდენა შესაძლოა გამოიწვიოს ლეიკემიამ, ცხვირის ღრუს სიმსივნემ, თრომბოციტოპენიამ, ცხვირის ღრუს პოლიპებმა, ალკოჰოლის მიღებამ და თამბაქოს მოწევამ;