რჩევები სგგ ინფექციებისგან თავდაცვისთვის
2023-11-24სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები გამოწვეულია სხვადასხვა ტიპის პათოგენებით, ბაქტერიებით, ვირუსებით, სოკოებით და პარაზიტებით. დაინფიცირება ხდება დასნებოვნებულ (ინფიცირებულ) სექსუალურ პარტნიორთან დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს, როგორც ვაგინალური ასევე ანალური და ორალური სექსის შემთხვევაში. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა მნიშვნელოვანია, როგორც კონკრეტული ადამიანისთვის მძიმე გართულებების თავიდან ასაცილებლად, ასევე არსებული საერთო ინფექციური ფონის შესამცირებლად.
გახსოვდეთ, ზოგიერთი სქესობრივი გზით გადამდები დაავადება წლების განმავლობაში ისე მიმდინარეობდეს, რომ თქვენი ყურადღება შესაძლოა არ მიიქციოს, ხოლო ზოგიერთს მკაცრად გამოხატული სიმპტომები ახასიათეს. საეჭვო (დაუცველი) სქესობრივი აქტის შემთხვევაში (თუ პიროვნება თქვენი მუდმივი პარტნიორი არ არის) მიმართეთ ექიმს. სქესობრივი გზით გადამდებმა ინფექციებმა, ზოგ შემთხვევებში შეიძლება გამოავლინოს შემდეგი ტიპის სიმპტომები:
- გამონაყარი კიდურებზე ან წყლულები სასქესო ორგანოზე პირის ღრუსა და სწორი ნაწლავის მიდამოში;
- მტიკვნეული ან მწველი შარდვა;
- ქავილი სასქესო ორგანოს ირგვლივ;
- გადიდებული ლიმფური კვანძები სასქესო ორგანოს არეში;
- მტიკვნეული სექსუალური აქტი;
- გამონადენი სასქესო ორგანოდან;
- ტკივილი მუცლის ქვედა არეში;
ზოგადი ხასიათის რჩევები:
- გამოიყენეთ ხარისხიანი პრეზერვატივი. უმჯობესია პრეზერვატივები შეიძინოთ აფთიაქში;
- არ ატაროთ პრეზერვატივი ჯიბით, რამაც მისი დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს (მექანიკური ან თერმული);
- ყოველთვის გამოიყენეთ ახალი პრეზერვატივი, რომელსაც აქვს დაუზიანებელი შეფუთვა;
- ყურადღება დაუთმეთ პირად ჰიგიენას. სქესობრივი კონტაქტის დაწყებამდე და დასრულების შემდგომ მიიღეთ შხაპი. შეეცადეთ მოშარდოთ სექსუალური აქტის დასრულების შემდეგ;
- შეეცადეთ თავიდან აირიდოთ შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტები;
- ერთი სქესობრივი გზით გადამდები დაავადების არ მკურნალობის შემთხვევაში, სხვა ინფექციების განვითარების რისკი იზრდება, მათ შორის აივ ინფექციის და c ჰეპატიტის. დროული მკურნალობა თქვენი და სხვა ადამიანების ჯანმრთელობის საწინდარია;
- ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარებამ შესაძლოა თქვენი წინდაუხედავობა გამოიწვიოს, რაც ხელს უწყობს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელებას;
- იყავით ერთგული თქვენი პარტნიორის მიმართ. ქორწინებაში მყოფთათვის მეუღლის ერთგულება (მონოგამია), ხოლო დაუქორწინებელთათვის ერთი მუდმივი პარტნიორი;
- ნუ მიმართვათ თვითმკურნალობას. აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია კვალიფიცურ ექიმთან. მკურნალობა (მათ შორის ანტიბიოტიკური) არის ინდივიდუალური.
- ჩაიტარეთ აივ ინფექციის და c ჰეპატიტის უფასო ტესტირება;
რჩევები პრეზერვატივის სწორად გამოყენებისთვის:
- პრეზერვატივი უნდა გაიკეთოთ სექსუალური აქტის დაწყების წინ პენისის ერექციის მდგომარეობაში და მალევე უნდა მოიხსნათ სექსუალური აქტის დასრულების შემდეგ, სანამ ერექციის პროცესი დამთავრდება.
- პრეზერვატივის ხელით გახსნისას, შეეცადეთ კუთხე ისე მოაცილოთ, რომ შიგთავსი არ დააზიანოთ. შეფუთვა არ გახსნათ კბილით, ამან შესაძლოა შიგთავსის დაზიანება გამოიწვიოს.
- პრეზერვატივის თავი დაიჭირეთ ორი თითით და გაიკეთეთ პენისის მთელ სიგრძეზე ისე, რომ მასში ჰაერი არ მოხვდეს, რამაც შესაძლოა სექსუალური აქტის დროს მისი დაზიანება გამოიწვიოს. თუ პრეზერვატივი კარგად არ იშლება, ესეიგი არასწორი მხრიდან ცდილობთ მის გაკეთებას. მოიხსენით და მის ნაცვლად გამოიყენეთ ახალი.
- სექსუალური აქტის დასრულების შემდგომ, ხელით დაიჭირეთ პრეზერვატივის ბოლოს და შეეცადეთ მის ზედა ნაწილს ნაკლებად შეეხოთ. მოიხსენით და გაუკეთეთ ნასკვი ისე, რომ სპერმის გადმოღვრა არ მოხდეს. გადასაგდებად გამოიყენეთ ნაგვის ურნა და არ ჩააგდოთ უნიტაზში;