ადანტი 10მგ/მლ 2.5მლ #1 შპრ.

 მედიკამენტების ძებნა

ძვლებისა და ხრტილის ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი - II ჯგუფი რეცეპტული
https://www.aversi.ge/ka/aversi/act/drugDet/?MatID=24941

ინფორმაცია მოძიებულია ფარმაცევტული კომპანიების ოფიციალური ინტერნეტ რესურსებიდან (aversi, psp).

ადანტი

( ნატრიუმის ჰიალურონატი სახსარშიდა ინექციისთვის )

შემადგენლობა :

2,5 მლ ადანტის შპრიცი შეიცავს :

აქტიური ნივთიერება : 25 მგ ნატრიუმის ჰიალურონატი .

აღწერილობა :

ნატრიუმის ჰიალურონატი არის ბუნებრივი პოლიმერი გლიკოზამინოგლიკანების კლასიდან , რომელიც ფართოდ არის გავრცელებული შემაერთებელ ქსოვილში . წარმოადგენს პოლისაქარიდს , რომელიც შედგება დისაქარიდებისგან : N- აცეტილგლუკოზამინი და ნატრიუმის გლუკურონატი შეკავშირებული B-1,3 და B-1,4 გლუკოზიდური ხიდაკებით . ნატრიუმის ჰიალურონატი სინოვიალური სითხის ფიზიოლოგიური ფუნქციის ძირითადი და წამყვანი კომპონენტია . ადანტი არის სტერილური , 1% ნატრიუმის ჰიალურონატის ხსნარი , რომელიც მიღებულია Streptococcus Zoopidemicus ფერმენტაციით და შემდგომი ფილტრაციით . ნატრიუმის ჰიალურონატი ხასიათდება ვისკოელასტიურობით , ჰიგროსკოპულობით , ლუბრიკანტული თვისებებით . ადანტის სახსარშიდა ინექცია აუმჯობესებს სახსრის ფუნქციას , ახდენს მუხლის და მხრის სახსრის ოსტეოართრიტით განპირობებული ტკივილის შემსუბუქებას , ადანტი აუმჯობესებს მობილობას და ახდენს დაავადებულ სახსარში სინოვიალური სითხის ნორმალიზებას . ადანტი ასევე ინიშნება პაციენტებში რიზართროზით .

ადანტი არის ერთჯერადი გამოყენების , შევსებული შპრიცი , რაც უზრუნველყოფს მის სტერილურობას .

ჩვენება :

მუხლის სახსრის დეფორმაციული ოსტეოართრიტი , მხრის პერიართრიტი . I,II,III ხარისხის რიზართროზი . დეგენერაციული და ტრავმული წარმოშობის ოსტეოართრიტი .

უკუჩვენება :

მომატებული მგრძნობელობა ნატრიუმის ჰიალურონატის მიმართ .

სიფრთხილის ზომები :

ადანტით მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია სახსარში ანთებითი პროცესის ალაგება , რადგან ადანტმა შეიძლება გაამწვავოს ანთების სიმპტომები . ადანტის ინექციის შემდეგ შეიძლება აღინიშნოს ლოკალური ტკივილი სახსარში . საჭიროა პაციენტის ინფორმირება ინექციის შემდეგ სახსრის რელაქსაციის შესახებ , რომ თავიდან ავიცილოთ ტკივილი .

ადანტის ინექცია უნდა გაკეთდეს უშუალოდ სახსარშიდა სივრცეში , სახსრის გარეთ მოხვედრა იწვევს ტკივილის განვითარებას . ადანტი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში სხვა მედიკამენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს და პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ან უკმარისობით .

გამოყენება გერიატრიაში : სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულებში , ფიზიოლოგიური ფუნქციების დაქვეითების გამო .

გამოყენება პედიატრიაში : ადანტი სიფრთხილით ინიშნება ბავშვებში , რადგან არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ .

ორსულობა და ლაქტაცია :

ადანტი სიფრთხილით ინიშნება ორსულებში ან ქალებში , რომლებიც აპირებენ დაორსულებას , რადგან არ არსებობს მონაცემები ორსულებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ . ცხოველებში ტერატოგენული ეფექტი არ გამოვლენილა .

ცხოველებზე ჩატარებული ტესტებით დამტკიცდა , რომ ადანტი გადადის დედის რძეში და პრეპარატის მიღებისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა .

მიღების წესი და დოზირება :

ადანტის ინექცია კეთდება უშუალოდ სახსარში კვირაში ერთხელ 5 კვირის განმავლობაში . ინექციის რაოდენობა განისაზღვრება სიმპტომებიდან და დაავადების სიმწვავიდან გამომდინარე . ადანტის ინექცია კეთდება უშუალოდ სახსარშიდა სივრცეში ( სინოვიალურ სითხეში ).

სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებისას :

ინექციის დროს :

  • ადანტის ინექცია კეთდება უშუალოდ სახსარშიდა სივრცეში და ამიტომ საჭიროა მკაცრად იყოს დაცული პროცედურის სტერილურობა .
  • ადანტით მკურნალობა წყდება პირველი 5- კვირიანი არაეფექტური მკურნალობის შემთხვევაში .
  • სახსარში სითხის რეტენციის შემთხვევაში რეკომენდებულია ართროცენტეზი .
  • სხვა :
  • დაუშვებელია ადანტის სისხლძარღვში ინექცია .
  • ადანტი არ გამოიყენება ოფთალმოლოგიაში .
  • ადანტი არის ბლანტი ხსნარი , ამიტომ ინექციისთვის სასურველია 21-23 - იანი ნემსის გამოყენება .
  • თუ პრეპარატი ინახება მაცივარში , გამოყენების წინ საჭიროა ოთახის ტემპერატურაზე გაჩერება .
  • შპრიცი არის ერთჯერადი გამოყენების და კეთდება გახსნისთანავე .

მედიკამენტებთან ურთიერთქმედება :

ადანტის პრეციპიტაცია შეიძლება გამოიწვიოს სადეზინფექციო საშუალებებმა , ამონიუმის მარილებმა - ბენზალკონიუმის ქლორიდმა , ქლორჰექსიდინმა .

გვერდითი მოვლენები :

იშვიათად : კანზე გამონაყარი , ურტიკარია , ქავილი . ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია ადანტით მკურნალობის შეწყვეტა და ადექვატური მკურნალობის დანიშვნა . ინექციის ადგილას : იშვიათად შეიძლება განვითარდეს ტკივილი ( ტრანზიტორული ), შეშუპება , სიწითლე , სითბოსა და სიმძიმის შეგრძნება .

ძალიან იშვიათად შოკის სიმპტომების განვითარება , ასეთ შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ წყდება და ტარდება ადექვატური მკურნალობა .

გამოშვების ფორმა :

ადანტი - შევსებული სტერილური შპრიცი , შეიცავს 2,5 მლ (25 მგ ) ნატრიუმის ჰიალურონატს . შეფუთვაში 1 ცალი .

შენახვის ვადა :

3 წელი (36 თვე ).

შენახვის პირობები :

ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას , 1- 30 ° C ტემპერატურაზე . თუ შესაბამისი ტემპერატურის უზრუნველყოფა ვერ ხერხდება , პრეპარატი ინახება მაცივარში .

მწარმოებელი : Tedec-Meiji Farma, S.A. Ctra.M-300, Km 30,500- 28802 Alcala de Henares,

Madrid (Spain).