T3 ადა 0,1% 25გ გელი
ფერისმჭამელების საწინააღმდეგო - III ჯგუფი ურეცეპტო
https://www.aversi.ge/ka/aversi/act/drugDet/?MatID=129463
ინფორმაცია მოძიებულია ფარმაცევტული კომპანიების ოფიციალური ინტერნეტ რესურსებიდან (aversi, psp).
ტ3 ადა
ადაპელენი გელი 0.1%
აღწერა:
თეთრი, გამჭვირვალე, წებოვანი გელი, დამახასიათებელი სუნით, შეიცავს 0.1 წ/წ ადაპალენს, 0.2% წ/წ მეთილპარაბენს და 0,5% ფენოქსიეთანოლს, კონსერვანტი საშუალებების სახით.
ფარმაკოდინამიკა:
ადაპალენი არის ქიმიურად სტაბილური რეტინოიდის მსგავსი ნაერთი. მისი ბიოქიმიური და ფარმაკოლოგიური პროფილი ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო მახასიათებლებით. პროფილის კვლევებმა აჩვენა, რომ ადაპალენი არის უჯრედების დიფერენციაციის, კერატინიზაციის და ანთებითი პროცესების მოდულატორი, ყველა მათგანი მნიშვნელოვანია ვულგარული აკნეს პათოგენეზისთვის. მექანიკურად, ადაპალენი უკავშირდება სპეციფიკური რეტინოის მჟავას ნუკლეარულ რეცეპტორებს, მაგრამ არ უკავშირდება ციტოზოლური რეცეპტორის ცილას. თუმცა ადაპალენის ზუსტი მოქმედების მექანიზმი უცნობია, მიმდინარე მტკიცებულება აჩვენებს, რომ ადგილობრივად ადაპალენი ანორმალიზებს ფოლიკულური ეპითელური უჯრედების დიფერენციაციას, რაც იწვევს მიკროკომედონების ფორმირების დაქვეითებას.
ფარმაკოკინეტიკა:
ადამიანის კანიდან ადაპალენის აბსორბცია დაბალია. კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, აკნეთი დაავადებულ პაციენტებში, ადაპალენის ქრონიკული ადგილობრივი გამოყენების შემდეგ პლაზმაში ისაზღვრებოდა წინაპარი ნაერთის მხოლოდ ნარჩენი რეოდენობა (<0.25ნგ/მლ). გამოყოფა ძირითადად ხდება სანაღვლე გზებით.
ჩვენება:
ვულგარული აკნე კომედონებთ, პაპულებით და პუსტულებით.
უკუჩვენება:
- მომატებული მგრძნობელობა ადაპელენის ან პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ
- ორსულობა (იხ. პარაგრაფი ორსულობა და ლაქტაცია)
- ქალები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას
წამალთაშორისი ურთიერთქმედება:
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება ცნობილი არ არის, რომლებიც შეიძლება ადგილობრივად და T3 ადასთან ერთად გამოიყენონ. თუმცა სხვა რეტინოიდები ან მოქმედების მსგავსი მექანიზმის მქონე პრეპარატები არ უნდა გამოიყენონ ადაპალენთან ერთად. იმის გამო, რომ T3 ადას ზოგიერთ პაციენტში გააჩნია ადგილობრივი გაღიზიანების გამოწვევის უნარი, სხვა პოტენციურად გამაღიზიაენებელი ადგილობრივ პროდუქტებთან ერთად გამოყენება (სამკურნალო ან ამქერცლავი საპნები და გამწმენდები, ძლიერი გამშრობი ეფექტის მქონე საპნები და კოსმეტიკური საშუალებები და პროდუქტები, რომლებიც მაღალი კონცენტრაციით შეიცავს ალკოჰოლს, ასტრინგენტებს, წიწაკები ან ლაიმის ქერქი) უნდა მოხდეს სიფრთხილით. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ისეთი მედიკამენტების გამოყენებისას, რომლებიც შეიცავს გოგირდს, რეზორცინოლს ან სალიცილის მჟავას T3 ადასთან კომბინაციაში. თუ გამოიყენება ეს პრეპარატები, სასურველია T3 ადა-თი მკურნალობა არ დაიწყოს კანზე ამ პრეპარატების ეფექტის დაქვეითებამდე. თუმცა აკნეს საწინააღმდეგო ადგილობრივი პრეპარატები მაგ., ერითრომიცინი (40%-ამდე) ან კლინდამიცინის ფოსფატი 1% ფუძის სახით) ხსნარი ან ბენზილ პეროქსიდის წყალზე დაფუძნებული გელი 10%-ამდე, შეიძლება გამოყენებული იყოს დილით, როდესაც T3 ადა გამოიყენება ღამით, მაშინ როდესაც არ არსებობს საერთო დეგრადაცია ან კუმულაციური გაღიზიანება.
გვერდითი ეფექტები:
გამოყენების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს სითბოს, წვის, ქავილის შეგრძნება, სიმშრალე, აქერცვლა ან ჩხვლეტა. შემდეგი დამატებითი გვერდითი რეაქციები აღინიშნა პაციენტების დაახლოებით 1%-ში ან ნაკლებში: კანის გაღიზიანება, წვა/ჩხვლეტა, ერითემა, მზით დამწვრობა, აკნეს მსგავსი გამონაყარი. რეაქციების უმრავლესობა ვითარდებოდა გამოყენების დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში და ჩვეულებრივ ქრებოდა პრეპარატის გამოყენების გაგრძელებისას ან დროებით შეჩერებისას.
უსაფრთხოების ზომები/გაფრთხილებები:
თუ აღინიშნება რეაქცია, რომელიც მიუთითებს მგრძნობელობაზე ან ქიმიურ გაღიზიანებაზე, მედიკამენტის გამოყენება უნდა შეწყდეს. თუ გაღიზიანება მწავე არ არის, პაციენტებს უნდა ურჩიონ გამოყენების სიხშირის შემცირება ან დროებით შეწყვეტა, სიმპტომების შემცირებამდე ან გამოყენების შეჩერება. თუ პაციენტები იყენებენ კოსმეტიკას, ის უნდა იყოს არა-კომედოგენური და არა-ასტრინგენტული. მშრალი კანისთვის უნდა გამოიყენონ მხოლოდ ზეთისგან თავისუფალი საშუალებები. რადგან T3-ადამ შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება, შესაძლებელია ამქერცლავი გამწმენდების, ასტრინგენტების ან ძლიერი გამშრობი აგენტების ან გამაღიზიანებელი საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დამატებით გამაღიზიანებელი ეფექტები. ადაპალენის გამოყენებისას მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი მზის სინათლისადმი ექსპოზიცია, სოლარიუმის ჩათვლით. T3 ადა არ უნდა გამოიყენონ კანის აქერცვლის, ეგზემის ან დამწვრობის ადგილზე.
გამოყენება ბავშვებში: 12 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ორსულობა და ლაქტაცია:
გამოყენება ორსულობის დროს: არ არსებობს ორსულ ქალებში ადექვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები არ ჩატარებულა. ორსულობის დროს ადაპალენი უნდა გამოიყენონ მხოლოდ მაშინ თუ პოტენციური სარგებელი აჭარბებს ნაყოფის პოტენციურ რისკს. ორალურად გამოყენებული რეტინოიდები დაკავშირებულია თანდაყოლილ ანომალიებთან. ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას, ადგილობრივი რეტინოიდები განაპირობებს დაბალ სისტემურ ექსპოზიციას, კანიდან მინიმალური აბსორბციის გამო. თუმცა, შესაძლოა არსებობდეს ინდივიდუალური ფაქტორები (მაგ., კანის დაზიანებული ბარიერი, ჭარბი გამოყენება), რაც განაპირობებს მაღალ სისტემურ ექსპოზიციას. T3 ადა გელი უკუნაჩვენებია (იხ. პარაგრაფი უკუჩვენება) ორსულობის დროს ან ქალებისთვის, რომლებიც ორსულობას გეგმავენ. თუ პროდუქტი გამოიყენება ორსულობის დროს ან თუ პაციენტი დაორსულდება პრეპარატის გამოყენებისას, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
გამოყენება ლაქტაციის დროს: უცნობია გამოიყოფა თუ არა პრეპარატი ლაქტატში. რადგან ბევრი პრეპარტი გამოიყოფა ლაქტატში, T3 ადას მეძუძურ ქალებში გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე.
გამოყენების მეთოდი: ადგილობრივი
რეკომენდებული დოზირება:
წაისვით საღამოს, დაბანის შემდეგ, დაზიანებულ ადგილზე. უნდა გამოიყენოთ გელის თხელი ფენა, უნდა მოერიდოთ თვალებს, ტუჩებს და ლორწოვან გარსებს. პაციენტებში, როდესაც აუცილებელი იყო გამოყენების სიხშირის შემცირება ან მკურნალობის დროებით მოხსნა, მიღების განახლება შესაძლებელია მას შემდეგ რაც ჩაითვლება, რომ პაციენტს შეუძლია მკურნალობის ატანა. თუ პაციენტები იყენებენ კოსმეტიკას, ის უნდა იყოს არა-კომედოგენური და არა-ასტრინგენტული.
დოზის გადაჭარბების სიმპტომები, მკურნალობა და ანტიდოტები
T3 ადა არ უნდა მიიღონ ორალურად და განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის. ადგილობრივი გამოყენებისას აბსორბცია ფართოდ არ ხდება, აქედან გამომდინარე დოზის გადაჭარბება ნაკლებსავარაუდოა. თუ მედიკამენტი ჭარბად გამოიყენება, მიღებული არ იქნება სწრაფი ან უკეთესი შედეგები და შეიძლება აღინიშნოს შესამჩნევი სიწითლე, აქერცვლა ან კანის დისკომფორტი. შემთხვევით შიგნით მიღების დროს, თუ შიგნით მიღება აშკარაა, კუჭი დაუყოვნებლივ უნდა დაიცალოს ლავაჟით (პრეპარატის ქრონიკულად შიგნით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს იგივე გვერდითი ეფექტები რაც ახასიათებს A ვიტამინის ორალური დოზის გადაჭარბებას).
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
შეფუთვა : 25გ ალუმინის ტუბი.
შენახვა: კონტეინერი შეინახეთ კარგად დახურული. ინახება არა უმეტეს 30⁰C ტემპერატურაზე. მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
რეკომენდებული შენახვის ვადა 3 წელი.